ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა უკრაინული სცენარის თავიდან აცილება – პრემიერი

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, როცა ხარ პოლიტიკოსი, მაღალ თანამდებობას იკავებ, გაქვს განცდა, რომ გაქვს ერთგვარი ძალა, პოზიტიურად იმოქმედო ქვეყნის განვითარებაზე.

„ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში და როცა გვახსენდება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს კმაყოფილების განცდას.

ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი