წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ახალშობილის მკლელობაში ბრალდებულ დედას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძებად 10 ათას ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შუეფარდა.
ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს სასამართლოდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს სოფელ ლიაში თ.ა-ს საცხოვრებელი სახლის საპირფარეშოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ბავშვის დედის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 112-ე მუხლით აღიძღა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.