ჩხოროწყუში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მერიის შენობასთან აქცია გამაირთა. მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას ითხოვდნენ. ადგილზე სიტუაცია დაიძაბა. დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები მერიაში არ შეუშვეს.

სამოქალაქო აქტივისტი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ ამის უფლება მათ კანონით აქვთ.

აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც მერიაში მოსწავლეები შენობის დასუფთავების მიზნით შეიყვანეს. ამბობენ, რომ მერმა მომხდართან დაკავშირებით რეაგირება დააგვიანა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი