ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
თავის მხრივ, მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა ფაქტის შესახებ იცოდნენ. მოსწავლეები იმ მასწავლებლების სახელებს და გვარებს ასახლებენ, ვინც მათი თქმით ინფორმაციას ფლობდა.
მასწავლებელი კი იხსენებს, რომ მერიის თანამშრომლებმა ბავშვები “პროექტის ფარგლებში” წაიყვანა, რაზეც ჩხოროწყუს მერი ამტკიცებს, რომ ქალი, რომელმაც ბავშვები მერიაში მიიყვანა, დეკემბრიდან აღარაა მათი თანამშრომელი.
ადგილობრივებმა და ოპოზიციამ ეს ქმედება მერიის შენობასთან გააპროტესტეს.