ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოღაში, კერძოდ მეორე ჭოღის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამის შესახე ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, 4 კილომეტრის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება; მოეწყობა სანიაღვრე არხი;
სამუშაოებზე დასაქმებულია 20 ადამიანი.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ჩხოროწყუს გამგეობის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის ღირებულებაა 711 777 ლარია.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.