ჩხოროწყუში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჩხოროწყუში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, სოფელ ხაბუმეში ბაღის მშენებლობისთვის 195 ათასი ლარი დაიხარჯა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისია და გათვლილია 50 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღთან ერთად კეთილმოეწყო ეზო და სათამაშო სივრცე.

საბავშვო ბაღის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ჩხოროწყუს გამგებელი დათო გოგუა, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხაბუმეში ახალი ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი