ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა, სოფელ ლეწურწუმეში მოხდა.
შელაპარაკების ნიადაგზე, შვილმა 65 წლის მამა, სამზარეულოს დანით მოკლა. მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
მომხდარის შემდეგ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა დროულად შეძლეს და ამჟამად მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება შსს-მ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.