რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის სამმართველოსთან დაკავებული გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები და მეზობელი პოლიციამ გაათავისუფლა. როგორც ცირგაიას დედამ ირინა წურწუმიამ ჟურნალსიტებთან განაცხადა, მას პოლიციის უფროსი და გამომძიებელი შეხვდენენ და საქმის მიმდინარეობის შესახებ იფორმაცია მიაწოდეს.
“ჩვენ აგვიხსნეს რომ კანონით არ გვქონდა უფლება გზა გადაგვეკეტა. არანაირ ცუდ მოპყრობას ჩვენს მიმართ ადგილი არ ქონია და ასევე დაგვპირდნენ, რომ ჩემი შვილის საქმეს უმოკლეს ვადაში გამოიძიებენ”, – განაცხადა ირინა წურწუმიამ.
მისივე თქმით, მომავალ კვირას თბილისში წასვლას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეცდება.