ცნობილი დიზაინერი იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ფრანგული მოდის ლეგენდა, იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა.  ფრანგული მედიის ინფორმაციით, დიზაინერის დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართება. მათივე ცნობით, ოჯახის წევრების სურვილია, ყვავილების შეძენის ნაცვლად მსურველებმა თანხა გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდს გადაურიცხონ.

იუბერ დე ჟივანში 1927 წელს პარიზში დაიბადა, 25 წლის ასაკში დააარსა საკუთარი სახელობის მოდის სახლი და ისეთი ცნობილი ადამიანების ჩაცმულობაზე ზრუნავდა, როგორებიც ოდრი ჰეპბერნი და ჟაკლინ კენედი იყვნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი