ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ექიმების ინფორმაციით, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

“დღის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა – პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმეა. გართულებას ადგილი არ ჰქონია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ”, – აღნიშნა ექიმმა ბესარიონ გოგიტიძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში 4 დღის წინ დაჭრილი მიიყვანეს. საქმეზე დაკავებულია 5 პირი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი