ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, ncdc სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების განყოფილების მიერ, გუშინ აღებული 113 ნიმუშიდან 91 ანალიზის პასუხი უარყოფითია – ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
დარჩენილი 22 ანალიზის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, აღნიშნული ბიოლოგიური მასალა აღებულია ფოთში და გაგზავნილია გამოსაკვლევად ბათუმში. დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 15 პირი იმყოფება.
რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 178 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 914 მოქალაქეს.
საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა – 1 პირი