COVID-19-ის გამო დღეიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. პირბადის გამოყენება ამიერიდან სავალდებულო ხდება არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც.

10 ქალაქში სკოლები 25 ნოემბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ოფიციალურად გადადიან. ვირუსის შეჩერების მცდელობის გარდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი არჩევნების მეორე ტურია, რადგან საარჩევნო უბნები უმეტეს შემთხვევაში სკოლის შენობებში განთავსებული. 

დინსტანციურ რეჟიმში სწავლას განაგრძობენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ასევე დღეიდან თბილისში, იმერეთსა და მცხეთის რაიონში არსებული შეზღუდვა რესტორნებისა და ბარების 22:00 საათიდან დაკეტვის შესახებ ვრცელდება მთელს საქართველოზეც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი