სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე შემცირდა

სესხის მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1 სექტემბრიდან ნახევრდება და არსებული 100%-ის ნაცვლად 50% ხდება.

ცვლილებები ეხება ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესსაც. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.

“მცირდება დღის განმავლობაში დასარიცხი ჯარიმის ოდენობაც, რომელიც  დღემდე 0.41%  შეადგენდა, 1 სექტემბრიდან კი 0,27% იქნება. ასევე  იზღუდება მაქსიმალური მოცულობა, რომელიც ვადაგადაცილების შემდეგ შეიძლება დაერიცხოს მომხმარებელს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ ახალ ხელშეკრულებებს შეეხება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი