ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალი რეჟიმის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს.

მათი ცნობით, ე.წ. საზღვარი 30 დეკემბრის 20:00 საათიდან ჩაიკეტება და 3 იანვრის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი