“საშობაო მეჯლისის” გადაღებისას დადიანების სასახლეთა ეზოში ხანძარი გაჩნდა . ვიდეოს სოციალურ ქსელში სალო კიტია ავრცელებს.
მოგვიანებით, ფაქტზე განცხადება გაავრცელა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმმა.
“მუზეუმს და არქიტექტურულ ანსამბლს და მთელ კომპლექსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც შექმნია.
ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.
სასახლის წინ მოედანზე მიმდინარე გადაღებების დროს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას რაც გამოიხატა, პერიმეტრზე მდგარი ელექტრო გენერატორის აალებაში. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, გამოძახებულ იქნა დამატებითი ჯგუფი. სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა და 2 წუთსა და 30 წამში ცეცხლი ლიკვიდირებული იყო. რისთვისაც მუზეუმის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახუს.
მუზეუმის ადმინისტრაცია თავის მხრივ აცხადებს, რომ ასეთი მაშტაბული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად არის დაცული როგორც თანამშრომელთა ისე მონაწილეთა ჯანმრთელობა და სახანძრო უსაფრთხოება. დღევანდელი ტექნიკური ინციდენტის ოპერატიული ლიკვიდირება ამისი ნათელი მაგალითია.
მადლობას გიხდით მუზეუმის მისამართით გამოჩენილი ინტერესისათვის”, – განაცხადა მან.