დაიწყეს კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუსეთის ქმედებები 1941 წელს შეადარა. ზელენსკიმ რუს ხალხსაც მიმართა და ომის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა:

“დღეს ღამით დაიწყეს გმირი ქალაქის – კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, ვინც გამოდის საპროტესტო აქციაზე, მინდა ვუთხრა – ჩვენ თქვენ გხედავთ.  იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი