საქართველოს, ბელარუსისა და ისრაელის მოქალაქეები დააკავეს

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, მცდელობისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საქართველოს, ბელარუსისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი