დაკავებულია სოფელ ზედა ეწერის რწმუნებული სევერიანე ბერულავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა დააკავეს.

სუს-ის პრესსამსახურში “Newsportal.ge”-ს განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილის მამუკა წოწერიას ინფორმაციით კი, საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებაზე. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი