დანიაში ფოტოგამოფენა სახელწოდებით “რუსული ოკუპაციის 10 წელი”გაიმართა

დანიაში, კოპენჰაგენში, საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა სახელწოდებით “რუსული ოკუპაციის 10 წელი”გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იქნა  რუსული აგრესიის და ოკუპაციის ამსახველი ნამუშევრები.

“ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. გიგი გიგიაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც  მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონში გამყარდეს სტაბილურობა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთონ იმ პოზიტიურ ინიციატივებში და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო მიიღებს  ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გამოფენას კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ასევე დანიისა და შვედეთის აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი