ზუგდიდში, სოფელ დარჩელში, დენის დარტყმის შედეგად 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დენის მეშვეობით, მდინარეზე თევზის დაჭერას ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.