დარეჯან როგავას სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

ენგურის ხიდზე დაკავებულ დარეჯან როგავას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთიუს წინ დასრულდა. როგავას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. სასამართლომ როგავა ორიმე მუხლის დამრღვევად სცნო და 250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, რპომელიც 7 დღეში უნდა გადაიხადოს.

როგავა აცხადებს, რომ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, სასამართლოდან კი ისევ ენგურის ხიდზე გეგმავს წასვლას, სადაც, როგორც თავად ამბობს, ოჯახი აქციებს მანამ არ შეწყვეტს, სანამ მისი ძმა და მამაისი არ გათავისუფლდებიან.

შეგახსენებთ, რომ დარეჯან როგავა ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე დააკავეს. 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრები მათი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მიოსცეს და აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა აქციის ერთ-ერთი მონაწილის დარეჯან როგავას დაკავება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი