დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ოქტომბერს, საქართველოში გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

მათი ინფორმაციით, 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპიც იყოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში 5-6 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი