პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ზუგდიდში ამომრცევლებს შეხვდა.
კანდიდატის განცხადებით, სამეგრელოში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს მოქალაქეებთან საუბრისას.
“ამ რეგიონმა უფრო მწვავედ ვიგრძენი ის სირთულეები და ტკივილი, რაც ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გამოიარა. გაპრეზიდენტების შემთხვევაში დიდ ყურადღებას დავუთმობ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნას. სამარგალო გვალო შხვა რე”, – მიმართა მხარდამჭერებს ბაქრაძემ.
მისივე თქმით, “არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან იმ მოქალაქის ბიულეტენი, ვინც არ გამოცხადდება საარჩევნო უბანზე, ავტომატურად ჩაითვლება მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ”.