დავით სერგეენკო პრემიერის მრჩევლად ინიშნება

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნება.

ამის შესახებ თავად პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა.

პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე ინიშნება.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი