დავით უსუფაშვილი: “სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს უძირო დაფინანსება”

“შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის ადასტურებს, რომ კანდიდატები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან,

როგორც უსუფაშვილმა არათანაბარ პირობებში ყოფნის თაობაზე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, “სალომე ზურაბიშვილი არათანაბარ პირობებშია, რადგან მას საარჩევნო პროცეში განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია”.

„ის ნამდვილად არათანაბარ მდგომარეობაშია. მას ზურგს უმაგრებს სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლომერატები და უძირო დაფინანსება. რა თქმა უნდა, ის არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, როგორც ქალი, სხვა კანდიდატებთან არათანაბარ პირობებში იმყოფება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი