დავით ზალკალიანი: „პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში იქნება საუბარი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

“ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება- საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში იქნება საუბარი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია მიუღებლობა ამ საშინელი მკვლელობის და აუცილებელია, რომ ეუთოს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან იყოს მიღებული ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინეს” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი