ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
დავითაშვილი მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.
დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. იქამდე დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა.