დე ფაქტო სამხედრო პროკურატურა რაშიდ კანჯი ოღლის დაკავებას ითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ დე ფაქტო სასამართლოს 19 მაისს სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის აღკვეთი ღონისძიების სახით დაკავების შუამდგომლობით მიმართა.

ამასთან, სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო ელის, რომ ყველა საჭირო მტკიცებულებებს მიიღებს, რომელსაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილ აფხაზურ-ქართულ შეხვედრებზე გალში წარადგენენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი