დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს ორი ადამიანი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მკვიდრები არიან. 43 წლის ჯ.თ და 20 წლის გ.შ ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა იგეგმება მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ასევე, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მათ გასათავისუფლებლად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი