დედამთილისთვის ფულის მოპარვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვაში ბრალდებული, 29 წლის ნინო ჭითანავა დამნაშავედ ცნო.

ჭითანავას 3 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ბრალდებულმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა.

ახალგაზრდა ქალმა ფული ყოფილი მეუღლის დედას მოპარა. ის 13 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი