წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ახალშობილის ცხედარი საპირფარეშოში იპოვეს.
ბავშვის დედა მშობიარობის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 112-ე მუხლით აღიძღა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუცხადეს, ახალშობილის დედის დაკავება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სავარაუდოდ, ხვალ მოხდება.