დეკანოზი გიორგი მამალაძე ჰოსპიტალიზებულია

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი. დეკანოზის ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მას საავადმყოფოში არ უშვებდნენ და არც სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა ადვოკატმა ცოტა ხნის წინ კლინიკაში შესვლა შეძლო.

“აქ ვართ, წასვლას არ ვაპირებთ არცერთი ადვოკატი. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები შეუშვეს, თუმცა ჩვენ არ გვიშვებენ და გვეუბნებიან, რომ ხვალამდე დავიცადოთ, არ ვიცით რა ხდება,”-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

ფანცულაიას თქმით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დეკანოზს გულის შეტევა დაემართა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ადვოკატმა დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის მაღალი არტერიული წნევა და ტემპერატურა აწუხებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელო იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი