დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წაიკითხა:

“მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.

ფიცის ტექსტის წაკითხვის  შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი