დევნილთა ჩასახლებაში, სადაც მოქალაქეები მოიწამლნენ ახალ ჭაბურღილს თხრიან

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 320 დევნილი ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ხორციელდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილის მოწყობას, რის შემდეგაც იძულებით გადაადგილებული პირები 24 საათიანი წყალმომარაგებით და ხარისხიანი წყლით იქნებიან უზრუნველყოფილი.

ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან კახაბერ რუსიასთან და დევნილთა სამმართველოს უფროსთან მანუჩარ ჩილაჩავასთან ერთად, ზუგდიდში, წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ წყლის დაბინძურების გამო დევნილთა ჩასახლებაში რამდენიმე მოქალაქე მოიწამლა.

ახალი ჭაბურღილის მოწყობის პირობა დევნილებმა მხარის გუბერნატორისგან, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილისგან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორისგან 1 ივნისს მიიღეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი