გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით კი ძალიან ძლიერი ქარი იქროლებს.
“13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.