დღეიდან ზუგდიდში სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ იმგზავრებენ

დღეიდან ზუგდიდის საჯარო სკოლების, სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 000 ლარია გამოყოფილი.

პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები, შესაბამისo დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა. სპეციალური ბარათები მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარედგინოს.

აღნიშნული ინიციატივა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი