დღეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა

დღეს,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამ წუთებში,  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია გაიმართა.

წირვას სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორემ მღვდელმთავრებთან, ტაძრის მღვდელმსახურებთან და ჩამოსულ სასულიერო სტუმრებთან ერთად აღავლინა. სვეტიცხოველში ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები.  ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი