დღეს აღდგომაა

დღეს მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევისმსახურება შესრულდა.

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა მოეწყო. ლიტანიობის შემდეგ კი ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება დილამდე გაგრძელდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ტრადიციულად, პატრიარქის მსახურებას მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლებიი დაესწრნენ.

ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა. მსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქები და წითელი კვერცხებს აკურთხეს.

ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი