დმიტრო კულებას და სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა

უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა.

ეს მოლაპარაკებები იყო ორივე: რთულიც და მარტივიც – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ანტალიაში რუსეთის პრემიერთან, სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

კულებას განმარტებით, მოლაპარაკებები მარტივი იყო, რადგან ლავროვი კვლავაც მის ჩვეულ ნარატივს მიყვებოდა უკრაინასთან დაკავშირებით.

„რთული კი იყო, რადგან მე გავაკეთე მაქსიმუმი იმისთვის, რომ მომენახა დიპლომატიური გამოსავალი ჰუმანიტარული ტრაგედიიდან, რომელიც ვითარდება საბრძოლო მოქმედებების არეალში,“- განაცხადა კულებამ.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი