დრიფტის სერიების მე-4 ეტაპი 20 აგვისტოს ზუგდიდის ავტოსადგურთან გაიმართება

Leaderbet Racing Season 2023-ის ფარგლებში  საქართველოს დრიფტის სერიების მე-4 ეტაპი  20 აგვისტოს ზუგდიდის ავტოსადგურთან გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო მნიშვნელობის  თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ330 მონაკვეთზე (ქ. ზუგდიდის ტერიტორია, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ოდიშის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-84) ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ1 მონაკვეთზე 18 აგვისტოს 11:00 სთ-დან 21 აგვისტოს 14:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, ნინოშვილის, მ. გორკის, სართანიას, ბერიას (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-84) ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მონაკვეთი) და ოდიშის ქუჩების გამოყენებით. საავტომობილო გზა და მისი შემადგენელი ელემენტები (გზის საფარი, ჰორიზონტალური მონიშვნა, საგზაო ნიშანი, ლითონის მრუდხაზოვანი ძელები და სხვა.)

კომენტარები

დატოვე კომენტარი