დუმის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საჯაროდ მოიხსენია რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ, ეს სიტყვები უნდა უარყოს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და განმარტოს თავისი პოზიცია.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა რუსეთმა საქართველოს მთავრობისგან რაიმე “სიგნალი”, რომ საქართველო მზადაა ახსნა-განმარტებისთვის, აღნიშნა – როგორც შეიძლება ურთიერთობების განვითარება, როცა საქართველოს მთავრობა ასე იქცევა.

ვოლოდინმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის “ანტირუსულ დღის წესრიგზე”. მისი თქმით, მსგავსი წესრიგის ინიცირებას აშშ-ის “სატელიტი” ქვეყნები, ბალტიისპირეთი სახელმწიფოები, პოლონეთი, უკრაინა და საქართველო ახდენენ, ასეთ ფონზე კი ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ვერ განავითარებენ.

“რუსეთთან კონფლიქტის გაღვივებით, ასეთი ქვეყნებში დიდი პრობლემებია მოსალოდნელი ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში”, – განაცხადა ვოლოდინმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი