ძალიან სუსტადაა, მისი რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს ციხის გარეთ – ლიზა იასკო

მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან დღეს მოსანახულებლად მისი მეუღლე ლიზა იასკო იმყოფებოდა.

იასკომ ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და საჭიროა რეაბილიტაცია ციხის გარეთ განაგრძოს.

“გასული სამი დღის განმავლობაში ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახე, ის ძალიან სუსტად არის. მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ, დავრწმუნდი მისი რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს ციხის გარეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად დგას. რაც შეხება სხვა საკითხებს, მას სურს სასამართლო პროცესზე დასწრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. ის პოლიტიკური პატიმარია და როცა შეეძლება ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს ყველა სასამართლო პროცესზე,”- განაცხადა იზა იასკომ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი