ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალში სამი ქართველი დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ორი მათგანის საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცა, ერთი კი სანქციების გარეშე გაათავისუფლეს.

“დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ედნარ მსხალაძე, რომელიც ქობულეთის მკვიდრია, ასევე 1977 წელს დაბადებული ლეიმონა დვალიშვილი და 1950 წელს დაბადებული მანსურ პეტრიდიშბვილი, რომლებიც გორის რაიონიდან არიან. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მსხალაძე რეგისტრირებულია ფსიქოროლოგიური დისპანსერში, 18 ივნისს იგი ქართულ მხარეს ჯარიმის გარეშე გადაეცა. დვალიშვილის და პეტრედიშვილის საქმეები კი გადაეცა ცხინვალის რაიონულ სასამართლოს”, – ნათქვამია დეფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი