ე.წ. მესაზღვრეებმა მამა-შვილი როგავები დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მცხოვრები მამა-შვილი როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ისინი მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ და მდინარის მეორე მხარეს იყვნენ გადასული. სწორედ გაღმა ნაპირზე მოხდა მამა-შვილის დაკავება.

ინფორმაცი “Newsportal.ge”-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

“ისინი ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით” დააკავეს. ევროკავშირის მისია ინფორმირებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მათ გასათვიაუსლფებლად”, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი