“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია სოფელ ინგირის #94-ე საარჩევნო უბანზე შვილებთან და მეუღლესთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მან ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს და აღმშენებლობას მისცა. მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს და აღმშენებლობას. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”-განაცხადა მან.
დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პარალელურად გამგებელს, ქალაქი კი ერთ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატს ირჩევს.