ედიშერ თოლორაია – “დღესაც დამაჯერებლად გავიმარჯვებ”

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ სოფელ ინგირში 94-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. თოლორაია მეორე ტურთან დაკავშირებით სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, ზუგდიდის განვითარებას და კეთილდღეობას. მე გავიმარჯვე პირველ ტურში და დღესაც დამაჯერებლად გავიმარჯვებ, როგორც მე ასევე ყველა ქართული ოცნების” კანდიდატი. რაც შეეხება რულოვსის გადაწყვეტულებას, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო, გამოეთიშა წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა სიაში არის. ვნახოთ, დღის ბოლოს ნახავს საზოგადოება როგორ დამაჯერებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ ყველა ოლქში“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი