პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია 28 ნოემბერს გასამართ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება და ამომრჩეველს მიმართავს:
,,28 ნოემბერს, ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს წარსულის დაბრუნებასა და ქვეყნის განვითრებას შორის. ეს არის არჩევნები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, მის თავისუფლებას და უკეთეს მომავალს ეხება, ამიტომაც ყველა ვალდებული ვართ სწორი და პრინციპული არჩევანი გავაკეთოთ.
მინდა მივმართო სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩემი ზუგდიდის მოსახლეობას, რომლების გვერდში დგომა და მხარდაჭერა არაერთხელ მიგვრძვნია, როგორც არასდროს ისე გვჭირდება დღეს ჩვენ ერთად დგომა და სწორი არჩევანის გაკეთება.
დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდი, ხვალ იქნება იქნება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ გავაკეთებთ არჩევანს უკეთესი მომავალის საკეთილდღეოდ,“ – აცხადებს ედიშერ თოლორაია.