თბილისის მერი, კაცა კალაე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე კონსულტაციებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები საარჩევნო მიზნებს უკავშირდება და ოპოზიცია ცდილობს ახალი ფორმით წარდგეს საზოგადოების წინაშე.
“ეგ ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. გვახსოვს შალიკოს ფანჩატური, დღეს სალომეს რაღაცა იქნება, არ ვიცი რა იქნება. ეს არაერთხელ გვინახავს და ვიმეორებ, ეს ადამიანები ყველა უსამშობლო ადამიანები არიან. მათ ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ. ცხადია ესენი არიან ის ადამიანები, ვინც იმ ბოროტებას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში, რაც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს უნდათ წარმოაჩინონ ეს ადამიანები ახალ სახეებად. შეიძლება დაარქვან დღეს “ლელო”, “გახარიები”, “დროა”, და ა.შ. შეკრიბონ. მცდელობა არის ერთი რამის, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის წარსული, არის ძალიან დამძიმებული პარტია და აი ახალი სახეები, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია,” – აცხადებს აცხადებს თბილისის მერი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე.