ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

დეპუტატი ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაცით, საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა ადამიანის მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის განცხადებას.

დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძება, აღკვეთოს დანაშაული, თუ მას ადგილი აქვს და დაიწყოს ბრალდებულ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

24 სექტემბერს ეკა ბესელიამ განცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი