ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა. მან გიორგი ქობულია ჩაანაცვლა.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე ნათია თურნავას ქობულიას მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შეგახსენებთ, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი